Home დღის ამბები განათლება 2021 წლის თელავს ახალი კინოთეატრი, ძველ ბაღში ფანჩატურები და მოქალაქის ძეგლი...

2021 წლის თელავს ახალი კინოთეატრი, ძველ ბაღში ფანჩატურები და მოქალაქის ძეგლი ექნება

თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი 2021 წლის ბიუჯეტში ახალი ინიციატივებით წარდგება. როგორც ორკოდაშვილი თელაველებს მიმართავს,  უკვე მზად აქვს სამი პროექტი რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის მომდევნო წლებში, თელავის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებას.

კერძოდ კი :
„თანამედროვე მსოფლიოში კინოთეატრები კვლავ არ კარგავს აქტუალობას. ახალი ტიპისა და კონცეფციის კონოთეატრები კვლავ წარმოადგენს გართობისა და დასვენების საუკეთესო საშუალებას.

ქალაქ თელავში, წლებია, აღარ ფუნქციონირებს კინოთეატრი და ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სხვადასხვა საჯარო შეხვედრების დროს აქტიურად ითხოვენ კინოთეატრს. იმის გათვალისწინებით, რომ კინოთეატრის შენობის აშენება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამასთან მისი მართვა კერძო ბიზნესის სფეროს წარმოადგენეს, დღეს თელავში მცირე ზომის კინოთეატრის მოწყობა მეტად ეფექტური იქნება. კერძოდ, ქალაქ თელავში ორ ადგილზე – ნადიკვრის პარკსა და „ყადორის ბაღში“ მოეწყობა ნახევრად ღია (გადახურული) კინოთეატრები.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს შიდა სივრცეებში ღონისძიებების გამართვა შეიზღუდა, ასევ მთელი ქვეყნის ფარგლებში დაიხურა თეატრები და კინოთეატრები და მოსახლეობა კულტურული ღონისძიებების გარეშე დარჩა, ასეთ პირობებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ღია სივრცეებში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ჩატარებამ და კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა ნახევრად ღია კულტურულმა ობიექტებმა. ამდენად, ნახევრად ღია კინოთეატრი საკუთესო საშუალება იქნება მოსახლეობისთვის დიდ ეკრანზე ნახოს ახალი ფილმები.

https://www.facebook.com/mtavariambebikakhetidan/posts/3518445438214400

ასეთი ტიპის ნახევრად ღია კინოთეატრები წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყნებში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ეს კინოთეატრები გამოირჩევა თავისი ვიზუალური მხარით. ინიციატივას დანართის სახით ახლავს ასეთი კინოთეატრის ფოტოები.

ნადიკვრის პარკსა და „ყადორის ბაღში“ მოეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის კინოთეატრი, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი შეძლებს კინოს ყურებას.

ეკრანი და მაყურებლების ნაწილი გადახურული იქნება, ხოლო გვერდები კი – ღია, რომელიც მსუბუქი კონსტრუქციით დაიხურება ზამთრის პერიოდში. მოსახლეობას ფილმის ნახვის საშუალება ყველა სეზონზე ექნება. კინოთეატრის დიზაინი შესაბამისობაში უნდა იყოს სკვერის იერსახეთან

კინოთეატრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სისტემის აპარატურით, კომფორტული სკამებით. დღეში 2 კინოსეანსი გაიმართება.

აღნიშნული წარმოადგენს საპილოტე პროექტს და კინოთეატრის ეფექტურად ამუშავების შემდეგ ანალოგიური კონსტრუქციის კინოთეატრები მოეწყობა ქალაქის სხვა უბნებში არსებულ სკვერებში და ზონების მიხედვით დიდ სოფლებშიც.
კინოთეატრის მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ თელავის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება ნადიკვარი“.

ქალაქ თელავის „ძველი ბაღი“ წარმოადგენს მიზიდულობის ცენტრს ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით კი აქ ყოველდღიურად იკრიბებიან ასაკოვანი ადამიანები და ერთობიან სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით.

მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტმა ხელი შეუწყოს ასაკოვანი ადამიანების სოციალიზაციას და მათ კომფორტული დასვენებისა და გართობისთვის შეუქმნას სათანადო პირობები.

ამისთვის კი კარგი იქნება „ძველ ბაღში“ განთავსდეს მსუბუქი კონსტრუქციის 2 მობილური ფანჩატური, სადაც მოწყობილი იქნება მაგიდა-სკამები. ამასთან მაგიდებს ექნება სათავსოები, სადაც სამაგიდო თამაშებისთვის საჭირო ინვენტარი შეინახება.
ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ასაკოვან პირებს, შეეძლებათ გადახურულ და კომფორტულ სივრცეში ითამაშონ სხვადასხვა სამაგიდო თამაშები: შაში, ნარდი, დომინო, ჭადრაკი და სხვა.

იმისათვის, რომ ფანჩატურები დაზღვეული იყოს ვანდალიზმისგან, უნდა განთავსდეს ვიდეო-სათვალთვალო კამერების კონტროლის ზონაში. ფანჩატურები ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდეს მეფე ერეკლეს სასახლის გალავანს.
ქალაქ თელავაში „ძველ ბაღში“ მოწყობილია ფანჩატურები და ასაკოვანი მოქალაქეებისთვის შექმნილია გართობისა და დასვენების პირობები

ქალაქ თელავში სკვერებსა და ბაღებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს უფარო ინტერნეტი, ელექტრონული მოწყობილობების დატენვა, ინფორმაცია სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ და სხვა. ამ სერვისის მიწოდებისთვის უნდა მოეწყოს ნადიკრის პარკში, „ძველი ბაღში“ , „ახალ ბაღსა“ და „ყადორის ბაღში“ მოეწყობა მულტიფუნქციური სტენტები ე.წ. „მოქალაქის ძეგლი“.

„მოქალაქის ძეგლი“ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინტერნეტითა და ელექტოენერგიით, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების მიერთება;

ასევე განთავსდება ინტერაქტიული რუკა, სადაც განთავსდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. კერძოდ, დატანილი იქნება თელავის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები და სასტუმროები; მითითებული იქნება ტაქსის მომსახურების ტელეფონის ნომრები და სხვა. ასევე ტელეფონის საშუალებით შტრიხ-კოდის სისტემით ინფორმაციის გადმოწერის შესაძლებლობაც იქნება.
ინტერაქტიულ რუკაზე ინფორმაცია განთავსებული იქნება 3 ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ასევე რუსულად (პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის).

აღსანიშნავია, რომ გამოცხადდება კონკურსი „მოქალაქის ძეგლის“ დიზაინზე და საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩევა 4 საუკეთესო ნაშრომი, რომელიც თემატურად კავშირში იქნება თელავთან და კახეთთან. ყველა ბაღში მოეწყობა სხვადასხვა დიზაინის „მოქალაქის ძეგლი“.