2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით ,,COVID-19“-ს 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პრეს ემბლემ ქემპფეინი“ (Press Emblem Campaign) ავრცელებს, რომელიც პირველი მარტიდან ამ დრომდე ვირუსით 23 ქვეყანაში ჟურნალისტების გარდაცვალებაზე იუწყება.
ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჟურნალისტების დაინფიცირების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სამუშაო პროცესის დროს ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა სახელდება. ბანგლადეშში, ეგვიპტეში, პაკისტანში, მექსიკაში, ბრაზილიაში, შვედეთში, ესპანეთში და აშშ – ეს არის იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალი, სადაც პროფესიოული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტები კორონავიურისთ დაინფიცირდნენ. ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით გარდაიცვალა „ბიბისის რადიო 4“ – ის წამყვანი რიჩარდ სანდერსი. წამყვანი კორონავირუსის გართულებით საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.