თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა დაამტკიცა.
2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტში სულ 11 სოციალური პროგრამა და ჯანმრთელობის დაცვის 5 ქვეპროგრამა იმუშავებს.
საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულ პროგრამას დაემატა სემესტრული სტიპენდიის დანიშვნა თელავის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი სტუდენტისათვის, რომელსაც პროფესიული სასწავლებელში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის განსახორციელებლად თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან 2 392 600 ლარია გამოყოფილი.”>თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა დაამტკიცა.