დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 9.8% იყო. წინა თვეებთან შედარებით წლიური ინფლაციის დონე შემცირებულია, თუმცა ის სამიზნე 3%-ს მაინც სამჯერ აღემატება.
ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.
სტატისტიკის მიხედვით, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 101%-ით საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახადი გაიზარდა; მეორე ადგილზე 95.6%-ით სანოტარო სერვისის ფასია; ხოლო მესამეზე სიმინდის ფქვილია 84%-ით.
ტოპ 20 პროდუქტი/სერვისი, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა:
1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 101%
2. სანოტარო გადასახდელი – 96%
3. სიმინდის ფქვილი – 84%
4. ხახვი – 64%
5. ასლის გადაღება – 59%
6. კარტოფილი – 47%
7. სარეცხი საპონი – 43%
8. საზამთრო – 39%
9. ვაფლი კრემით – 39%
10. ბინის დაქირავების ღირებულება – 37%
11. ნამცხვარი – 36%
12. საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა – 34%
13. მშრალი ბატარეა – 34%
14. პომიდორი – 34%
15. მდოგვი – 33%
16. რვეული – 33%
17. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი – 33%
18. მუზეუმის ბილეთი – 31%
19. საღეჭი რეზინა – 30%
20. ტომატ-პასტა – 29%.