18 ივნისს, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრის, ქეთი თოფალაშვილის, პერსონალური გამოფენა. ავტორის ნამუშევრები წარმოდგენილია პორტრეტული ჟანრის ფარგლებში და განსაკუთრებული სიფაქიზით გადმოსცემს ადამიანის ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობას.
ქეთი თოფალაშვილი სათქმელს ძირითადად სახეებით გადმოსცემს — თითოეული ტილო ცალკე ამბავია, რომელსაც დამთვალიერებელი თითქოს თვალებით „კითხულობს“.
მუზეუმისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა შემოქმედების წახალისება და ხელშეწყობა, მათი ნამუშევრებისთვის პროფესიულ სივრცეში წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემა.
გამოფენა გაგრძელდება 24 ივნისის ჩათვლით.