კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ცხელების ცენტრებიდან აიღეს.
“ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 10 ნიმუშიდან ყველა იყო უარყოფითი,ანალიზები ცხელების ცენტრებიდან იქნა აღებული. კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილური რჩება”-განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომების მქონე 20 – მდე პაციენტის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება.
რეგიონში ამ დროისთვის 10 საკარანტინე ლოკაციაზე 621 მოქალაქე იმყოფება,ხოლო თვითიზოლაციაში 16 პირი რჩება. ამ დროის მონაცემებით , კახეთში კოვიდ 19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტირებული,მათგან გამოჯანმრთელდა 84 და გარდაიცვალა 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 4971 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 519 პირი გადის.