Home რეგიონი ახმეტა 16 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა

16 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა

16 მაისს ახმეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნანა ქიბროწაშვილის ინიციატივით და ორგანიზებით პოეზიის საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ახმეტელი პოეტები.

საღამოს ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და მისი პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი.

ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და ლექსთა კრებულის ,,პოეტები საქართველოსი” შემდგენელ- რედაქტორ-გამომცემელი მანანა სამყურაშვილი, მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მონაწილე პოეტები და ისაუბრა მათი ღვაწლისა და დამსახურების შესახებ.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დაჯილდოვება.

პოეზიის დარგის განვითარება-ხელშეწყობისათვის, რაფიელ ერისთავის სახელობის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ხოხობაშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან მამსიკაშვილი და ქალბატონი ნანა ქიბროწაშვილი.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ბარბარა ჯანაშია და ადგილობრივი შემსრულებლები.