Home დღის ამბები 16 აპრილის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ეპიდვითარება კვლავ სტაბილურია და კორონავირუსით დაინციფირების არც...

16 აპრილის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ეპიდვითარება კვლავ სტაბილურია და კორონავირუსით დაინციფირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

კახეთის საკარანტინე ზონებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 19 ნიმუშის ტესტირებაზე შედეგი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ 15-მდე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს ნიმუშს დღესაც აუღებენ, რომლის პასუხი ცნობილი ხვალ დილით გახდება.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის 9 საკარანტინო ზონაში 435, ხოლო თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება.

ამ ეტაპზე რეგიონში ეპიდვითარება კვლავ სტაბილური და კორონავირუსით დაინციფირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.