მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში 359 238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 39 442, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 319 796 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
თურქეთი – 60 184 ვიზიტორი;
რუსეთი – 51 561 ვიზიტორი;
სომხეთი – 42 606 ვიზიტორი;
საქართველო (არარეზიდენტი) – 24 682 ვიზიტორი;
ისრაელი – 18 986 ვიზიტორი;
უკრაინა – 15 005 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი – 12 634 ვიზიტორი;
ყაზახეთი – 10 965 ვიზიტორი;
ბელარუსი – 9 780 ვიზიტორი;
საუდის არაბეთი – 9 780 ვიზიტორი;
ინდოეთი – 7 452 ვიზიტორი;
ირანი – 7 356 ვიზიტორი;
უზბეკეთი – 5 281 ვიზიტორი;
გერმანია – 3 674 ვიზიტორი;
პოლონეთი – 3 388 ვიზიტორი.