15 მაისს თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში პერსონალური ასისტენტების გადამზადების ტრენინგები გაგრძელდა
სწავლების ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე: პირველადი დახმარება და საგანგებო სიტუაციაში მოქმედება-
მონაწილეებმა განიხილეს და პრაქტიკულად შეისწავლეს: პირველადი დახმარების აღმოჩენის საჭიროებები და გადაუდებელი დახმარების საბაზისო ღონისძიებები; ინფორმაციის ეფექტურად გადაცემა ადგილზე გამოძახებული ჯანდაცვის გუნდისთვის; მოქმედების ეტაპები საგანგებო სიტუაციების დროს მოვლის პროცედურები ასისტირების პროცესში- ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო მოვლის უნარ-ჩვევების გაღრმავებას, რაც პერსონალური ასისტენტის ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია: რას ნიშნავს მოვლა და ვის სჭირდება ის; მოვლის თეორიული ასპექტების განხილვა; ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების ასისტირება: ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოცვლა, პირადი ჰიგიენის დაცვა დაბანის პროცესში;ჰიგიენური საფენის სწორად გამოყენებისა და შეცვლის ტექნიკა.ტრენინგი გაგრძელდება და მოიცავს პერსონალური ასისტირების სხვა მნიშვნელოვან თემასაც.