15 დეკემბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 15 დეკემბერს გამოიდარებს.
კახეთში,15 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.