Home დღის ამბები 14 ნოემბერს კახეთში მოსალოდნელია წვიმა

14 ნოემბერს კახეთში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 14 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.

კახეთში 14 ნოემბერს დღისით ზოგან, შესაძლოა, იწვიმოს, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.