“ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 12 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ანალიზები მოქალქეებს საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ,,ცხელების ცენტრიდან გუშინ ავუღეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელიბის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბორატირიაში დღესაც იგეგმება.
კახეთის რეგიონში საკარანტინო ზონების რაოდენობა 11-დან 8-მდე შემცირდა, სადაც ბოლო ინფორმაციით, 394 მოქალაქე იმყოფება. რეგიონში ეპიდსიტუაცია ისევ სტაბილურია და covid_19 – ით ინფიცირებული არ გამოვლენილა.