Home დღის ამბები 13 ნოემბერს კახეთში უნალექო და თბილი დღე იქნება

13 ნოემბერს კახეთში უნალექო და თბილი დღე იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბერს თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +22 იქნება გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +22 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.