კახეთში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავიურსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამ მოსწავლეს დაუდასტურდა.
ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაუფიქსირდა დაინფიცირებული მეცხრეკლასელის ძმას და ორ თანაკლასელს. სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დილიდან მუშაობს და კონტაქტებს იკვლევენ.
მართალია აღნიშნულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა , თუმცა მშობლებმა შვილების სკოლაში გაშვებაზე უარი თავად თქვეს.
შეწყდება თუ არა სწავლა ველისციხის სკოლაში ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, დღეს გახდება.