მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, “ნატურისტორიუმის” დამფუძნებელი კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია თელავის სავიზიტო ბარათს, ათასწლოვან ჭადარს, ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი მიენიჭოს.
აღნიშნულ საკითხზე მან თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მიმართა.
ამავდროულად მან საზოგადოებას სოციალური მედიითაც მიმართა “მეგობრებო, გიზიარებთ ამა წლის 27 მარტს, ჩემს მიერ თელავის ჭადრის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭების თაობაზე მერიისადმი მიწერილ არგუმენტებს(მცირეოდენი ცვლილებებით):
1. თელავის ჭადარი წარმოადგენს ქ. თელავის ესტეთიკური მთლიანობის განუყოფელ ნაწილს
2. თელავის ჭადრის როგორც ტურისტული ღირშესანიშნაობის ღირებულება მეტად თვალსაჩინოა და ქალაქის ერთერთი სავიზიტიო ბარათია
3. მისი დღევანდელი როლი ქ. თელავის მაცხოვრებლებთვის სრულიად თვითკმარია იმისათვის რომ რომ ქონდეს განსაკუთრებული სტატუსი
4. თელავის ჭადროს ლოკაცია არის ისტორიული ღირებულების მქონე, სადაც არაერთი ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანი ყოფილა სტუმრად. შესაბამისად მისი სიმბოლური დატვირთვა მოითხოვს მის შენარჩუნებას და ქალაქის ისტორიის უკვდავყოფას
5. იქიდან გამომინდინარე რომ, თელავის ჭადარი აღიცხულ ხნოვან ჭადრებს შორის უხუცესია და შეიძლება ითქვას რომ საქართველოში ყველაზე ასაკოვანია-ეს ფაქტიც მიუთითებს მისი დაცვის განსხვავებული რეჟიმის აუცილებლობას
6. ჭადრის ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ კულტურული და/ან ისტორიული დატვირთვის მატარებელია, არამედ ის არის მომავალი თაობებისთვუს მდიდარი მემკვიდრეობის ღირსეულად გადაცემის ერთერთი გამოხატულება და მაგალითის მიმცემი
7. თელავის ჭადრისთვის ადგილობრივი დაცული ხის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ და კულტურულ არამედ მიზანმიმართულ გარემოსდაცვით აქტს.
8. თელავის ჭადრისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება იქნება პრეცენდენტული რამეთუ შესაძლებელია საქართველოს სხვა თვითმმართველმა ერთეულებმას საზოგადოებასთან ერთად ადგილზე მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილებები
9. თელავის ჭადრის ხისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება გაზრდის კულტურული, სამეცნიერო ასევე, ტურისტული ინსტიტუციების ინტერესს რაც თავისთავად ქალაქის პრესტიჟისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ უკვე რამდენიმე თვეა მერიასთან და ახლა საკრებულოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე და იმედი მაქვს სულ მალე შეიქმენა საქართველოში პირველი პრეცენდენტი და ჩვენ ჭადარს დაცული ხის სტატუსი მიენიჭოს.