გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრებ ნინა რამაზაშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა. ნინა რამაზაშვილს ჰყავს 3 შვილი, 5 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი.
გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა და კაჭრეთში მერიის წარმომადგენლებმა ნინა რამაზაშვილს დაბადების დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.