Home მსოფლიო 10 უმდიდრესი კოსმეტიკური ბრენდი შემოსავლების მიხედვით – 2022 წლის რეიტინგი

10 უმდიდრესი კოსმეტიკური ბრენდი შემოსავლების მიხედვით – 2022 წლის რეიტინგი

ამბობენ- გარეგნობა ყველაფერიაო. დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გარეგნობა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფერია. ინფლუენსერები, ინტერნეტ ვარსკვლავები და მსოფლიო “სელებრითები”, ახალგაზრდობის, ლამაზი კანის და გამორჩეული გარეგნობის შესანარჩუნებლად მართლაც ყველაფერს აკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ათასობით კოსმეტიკური ბრენდი, მდიდრები მხოლოდ საუკეთესოს ეძებენ. ბაზარზე კოსმეტიკური საშუალებები ყველა საფასო რანგში მოიპოვება. საინტერესოა, რომელი ბრენდები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მოგებას? წარმოგიდგენთ ტოპ ათეულს:

Oriflame -1,4 მილიარდი დოლარი

ბრენდი Oriflame 1967 წელს შვედეთში, ორი ძმის, იონას აფ იოხნიკისა და რობერტ აფ იოხნიკის მიერ დაარსდა. დღეს ის მრავალეროვნული კოსმეტიკური ბრენდია.

Oriflame-მა პოპულარობა ბუნებრივი შემადგენლობის პროდუქციის წარმოებით მოიპოვა. მათი ამჟამინდელი წლიური შემოსავალი 1,4 მილიარდი დოლარია, ხოლო ბრენდს ცნობილი სახეები არეკლამებენ.

M.A.C. კოსმეტიკა – 2,5 მილიარდი დოლარი

M.A.C. არის ამერიკული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ფრენკ ანჯელოსა და ფრენკ ტოსკანის მიერ 1984 წელს დაარსდა. ბრენდი წარმოდგენილია 7000-ზე მეტი კოსმეტიკური პროდუქტით, ყველა მათგანი ძირითადად არის მაკიაჟის პროდუქტი სახის, თვალების, ტუჩებისთვის და ა.შ.

M.A.C. -ის პროდუქციას იყენებენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა კიმ კარდაშიანი, ტეილორ სვიფტი, ნიკი მინაჟი და ა.შ.

Mary Kay – 2,8 მილიარდი დოლარი

რეიტინგი იქნებოდა სრულყოფილი Mary Kay კოსმეტიკური ბრენდის გარეშე.

კოსმეტიკურმა კომპანიამ სახელი გაითქვა 1963 წელს. ბრენდი მსოფლიოში აღიარებული და სანდოა თავისი სილამაზის პროდუქტებით. Mary Kay დღეს 2,8 მილიარდი დოლარი ღირს.

Coty Inc. – 5,3 მილიარდი დოლარი

Coty Inc. არის ფრანგული და ამერიკული კოსმეტიკური ბრენდი რამდენიმე მდიდრული შვილობილი კომპანიით. ისინი ყურადღებას ამახვილებენ სილამაზის ყველა სფეროზე, დაწყებული ფრჩხილის მოვლით, კანით და მაკიაჟით დამთავრებული.

Coty Inc-ის კოსმეტიკური ბრენდის შემოსავალი 5,3 მილიარდი დოლარია.

Christian Dior S.A. – 6,6 მილიარდი დოლარი

Christian Dior S.A. – ცნობილი, როგორც Dior არის ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც ასევე არის არის LVMH ლუქს ჯგუფის ნაწილი.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ლუქს ბრენდი, Dior ცნობილია ბევრი რამით, მათ შორის მათი საკულტო Rouge Dior Lipstick -ით. მსოფლიო ბრენდის წლიური შემოსავალი დაახლოებით 6.6 მილიარდი დოლარია. Dior-ის კოსმეტიკას განსაკუთრებით ხშირად იყენებს მეგან მარკლი.

Shiseido – 9,4 მილიარდი დოლარი

ერთ -ერთი უმსხვილესი და უძველესი კოსმეტიკური ბრენდი 1872 წელს, არინობუ ფუკუჰარას მიერ, ტოკიოში დაარსდა.

Shiseido ამჟამად არის ყველაზე დიდი კოსმეტიკური კომპანია იაპონიაში და სიდიდით მე-5 მსოფლიოში. ბრენდის წლიური შემოსავალი 9,4 მილიარდი დოლარია.

Chanel – 13,7 მილიარდი დოლარი

ბრენდი Chanel ითვლება გამორჩეულ და ფუფუნების ბრენდად მსოფლიოში. ის დაარსდა 1910 წელს და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის არ არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი და რეიტინგში მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, წლიური 13.7 მლრდ. დოლარის შემოსავლით.

Estée Lauder – 16,2 მილიარდი დოლარი

Estée Lauder არის ამერიკული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 1946 წელს დაარსდა.

Estée Lauder-ს აქვს პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორის მაკიაჟის, თმის მოვლისა და კანის მოვლის საშუალებები. კომპანია ყოველწლიურ შემოსავალს 16,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს და ასოცირდება ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიცაა ამანდა სეიფრიდი, ტრეისი ელის როსი, ჯასტინ ბიბერი, ამანდა სტენბერგი და ა.შ.

L’Oreal – 38,1 მილიარდი დოლარი

L’Oreal Cosmetic არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ის ამჟამად დაახლოებით 5 კონტინენტზე 130-ზე მეტ ქვეყანაში პოზიციონირებს.

L’Oreal-ის ბრენდის წლიური შემოსავალი 38,1 მილიარდი დოლარია. მისი სახეები არიან ისეთ ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ჯულია რობერტსი, კრისტი ტურლინგტონი, აიშვარია რაი ბაჩანი და ა.შ.

Unilever – 50 მილიარდი დოლარი

ჰოლანდიურ-ბრიტანული კოსმეტიკური კომპანია Unilever ჯგუფი დაარსდა 1929 წელს მარგარინ უნიეს და ძმების ლევერის მიერ და მრავალი წელია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კოსმეტიკური ბრენდის პოზიციას არ თმობს.

ბრენდი ერთ-ერთი უმსხვილესი საპნის მწარმოებელი კომპანიაა და ფლობენ Lakme კოსმეტიკის ბრენდს 2,6 მილიარდი დოლარის შემოსავლით. თავად Unilever-ის წლიური შემოსავალი 50 მილიარდი დოლარია.