Home მსოფლიო 10 ტვიტი, რომელმაც ვარსკვლავებს მილიონები დააკარგინა – როცა სიტყვები ზედმეტად ძვირად ფასობს

10 ტვიტი, რომელმაც ვარსკვლავებს მილიონები დააკარგინა – როცა სიტყვები ზედმეტად ძვირად ფასობს

ჯეკ დორსის, ევან უილიამსის, ნოა გლასისა და ბიზ სტოუნის მიერ, 2006 წელს დაარსებულმა Twitter-მა პოპულარობა ერთი წლის შემდეგ მოიპოვა. პლატფორმა ერთგვარი მიკრობლოგის საიტია, რომელსაც დღეს მსოფლიოს ლიდერები აქტიურად იყენებენ.

ქსელის განახლებული ვარიანტი 2010 წელს გამოვიდა, მას შემდეგ რამდენიმე ცვლილება განიცადა. Twitter – როგორც საშუალება თავიანთი ცხოვრებისა და საქმიანობის გასაზიარებლად ბევრმა ცნობილმა ადამიანმა და ბიზნესმენმა გამოიყენა. მისი გამოყენება კომუნიკაციისთვის და აუდიტორიის შესაქმნელად მსხვილმა სამთავრობო დაწესებულებებმაც დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ Twitter -ი ეფექტური საკომუნიკაციო საშუალებაა, იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა კომუნიკაციამ ისეთი შედეგი არ გამოიღო, როგორსაც კონკრეტული ადამიანები ელოდნენ. ყველაფერი კი ისე შორს წავიდა, რომ ვარსკვლავებმა რეპუტაციასთან ერთად მილიონებიც კი დაკარგეს.

მოდით გადავხედოთ ტვიტებს, რომლებიც ცნობილ ადამიანებს მილიონობით დაუჯდათ.

კრისი ტეიგენი – ბულინგის ელემენტები ტვიტებში

კრისი ტეიგენი კრიტიკის ქვეშ 2021 წელს მოექცა, როდესაც ახალგაზრდა მსახიობის ბულინგში დაადანაშაულეს. საზოგადოება აღაშფოთა იმან, რომ კრისმა მსახიობ კორტნი სტოდენზე ტვიტი დაწერა, თავად კორტნი კი ბევრად უფროს დუგ ჰაჩისონზე იყო დაქორწინებული.

Glamour-ის მიხედვით, ტეიგენმა ტვიტერზე უხამსად იხუმრა, როდესაც სტოდენის ასაკს გაუსვა ხაზი. სწორედ ერთმა ტვითმა განაპირობა კრისი ტეიგენის კარიერული ვარდნა. მას რამდენიმე კომპანიამ კონტრაქტი შეუწყვიტა.

ილონ მასკი

მასკი სკანდალებში ხშირად ერევა. ერთი ასეთი შემთქვევა სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მილიარდერმა უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობისას, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ორაზროვანი ტექსტი დაწერა.

“მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:

– განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.

– ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

„ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“ , – წერდა მასკი. ტვიტმა საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოიპოვა, თავად ილონმა კი რამდენიმე ასეული მილიონიც დაკარგა.

2018 წელს კი მასკმა ტვიტერში გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომ Tesla-ს თითო აქციას 420 დოლარად გაყიდდა. ამან გამოიწვია ქაოსი ბაზარზე. აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ინვესტორებისთვის ზიანის მიყენების გამო ის 20 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

დანი მეთერსის “ბოდი შეიმინგი“

Playboy-ის ყოფილმა მოდელმა, დანი მეთერსმა, 2017 წლის დასაწყისში Snapchat-ში სპორტდარბაზში გადაღებული შიშველი ხანდაზმული ქალის სურათი გამოაქვეყნა და მას სხეულის გამო დასცინა.

ამის სქრინი ტვიტერზე გავრცელდა. მიმდევრების დაკარგვასთან ერთად, მას ბრალი წაუყენეს პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით.

სეილო გრინი

2012 წლის ივლისში, ქალმა მომღერალი სეილო გრინი (CeeLo Green) სასმელში ექსტაზის შერევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც შიშველმა გაიღვიძა მის საწოლში.

მოგვიანებით მან დაწერა მრავალი საკამათო ტვიტი ბრალდების შესახებ. ამის გამო გრინს მოუწია უარი ეთქვა The Voice-ში ჟიურის სტატუსით დაბრუნებაზე, რამაც მას სეზონში 6,5 მილიონი დოლარი დააკარგინა.

ამანდა ბაინსის უსიამოვნო ტვიტი რიანას შესახებ

ამანდა ბაინსმა 2013 წელს ტვიტერზე გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც წერდა, რომ მას გარეგნობის გამო რიანას მაშინდელმა შეყვარებულმა, კრის ბრაუნმა შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდება ვერ დაადასტურა, რის გამოც სტუდიებმა მასთან თანამშრომლობა აღარ მოისურვეს. მსახიობი კარიერულ პაუზაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, რის გამოც მილიონები დაკარგა.

სპაიკ ლიმ ტვიტერში მისამართი გამოაქვეყნა

2012 წლის თებერვალში რეჟისორმა სპაიკმა გააზიარა ჯორჯ ზიმერმანის მისამართი, რომელმაც ფლორიდაში უიარაღო შავკანიანი მოზარდი მოკლა.

გავრცელებული მისამართი კი სინამდვილეში ხანდაზმულ წყვილს ეკუთვნოდა, რომლებმაც მუქარები მიიღეს. წყვილმა სპაიკს უჩვილა და დიდი ოდენობით თანხის ანაზღაურებაც დააკისრეს.

კევინ სპეისი

#MeToo ეპოქის დროს, კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. House Of Cards-ის გადასაღებ მოედანზე მყოფმა ბევრმა მსახიობმა დაადანაშაულა ის სექსუალურ შევიწროებაში.

სპეისიმ უარყო ბრალდებები Twitter-ზე. თუმცა, როგორც Collider-მა გაავრცელა, ის შოუდან გაათავისუფლეს და 31 მილიონი დოლარის ანაზღაურება მოსთხოვეს.

კარლოს როდრიგესის წვეულება ენდრიუ ტეიტთან ერთად

ერთი თვის შემდეგ, როდესაც ენდრიუ ტეიტს ბრალი დასდეს სექსუალურ ტრეფიკინგისა და ქალების მიმართ შეუწყნარებელი გამონათქვამების გამოქვეყნებაში, G2 Esports-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლოს როდრიგესმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო წვეულებიდან, სადაც ტეიტი იყო მის გვერდით. ვიდეოს გამოხმაურება მოჰყვა და კომპანიამ მას სთხოვა დაეტოვებინა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, რაც მას 10 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ჯ. კ. როულინგის ტვიტები

ჯ.კ. როულინგმა გამოაქვეყნა არა კორექტული ტვიტი მენსტრუაციის შესახებ, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მას შემდეგ ჰარი პოტერის წიგნების საცალო ვაჭრობა, რითიც 7.7 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, საგრძნობლად დაეცა.

ამბერ ჰერდის ტვიტი ჯონი დეპის წინააღმდეგ

Depp V Heard სასამართლო პროცესი 2022 წლის მაისში იყო უაღრესად პოპულარული ღონისძიება. საქმის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნაწილი იყო სტატია Heard, რომელიც Washington Post-ში გამოქვეყნდა. მსახიობმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ბმული, რომელიც დეპის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებისთვის, მის წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენეს. როგორც Variety-მ აღნიშნა, ჰერდმა ცილისწამების სასამართლო პროცესი წააგო და 10,35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.