ეს სამყარო საოცრებებით არის სავსე, რომელთა მხოლოდ სრულიად მცირე და უმნიშვნელო ნაწილის განცდას თუ გვარგუნებს ბედი ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე. საოცრებათა უდიდესი ნაწილი იმდენად შორს არის ჩვენგან, რომ მათზე უბრალოდ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ეს სტატია იმას ემსახურება, რომ ბევრმა ადამიანმა შეიტყოს უფრო მეტი ამ აბსოლუტურად საკვირველ სამყაროში არსებული საოცრებების შესახებ:
- ფირმა Ben & Jerry’s განთქმულია ნაყინის ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობით. ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ამ ფირმას აქვს… არც მეტი და არც ნაკლები, სასაფლაო ხმარებიდან ამოღებული ნაყინის სახეობებისთვის.
- კუბერ პედი არის ავსტრალიური ქალაქი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მიწისქვეშა გამოქვაბულებში ცხოვრობს.
არც ვიცი, როგორ წარმოგიდგენიათ მიწისქვეშა გამოქვაბულებში ცხოვრება 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის მიწურულს, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. კუბერ პედში ხალხი სწორედ ასე ცხოვრობს.
- ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ ადამიანი ნაოსნობას ჯერ კიდევ 8000 წლის წინ მისდევდა. მაგრამ ყველაზე ძველი ბორბალი მხოლოდ 6000 წლის წინანდელია. გამოდის, რომ ადამიანი ნაოსნობას იმაზე ბევრად უფრო ადრე მისდევდა, სანამ ბორბალს გამოიგონებდა.
- ბევრს ალბათ გგონიათ, რომ ანტარქტიდა სრულიად დაუსახლებელია, მაგრამ ამ კონტინენტზე ცხოვრობენ ცხოველები, რომელთა ზომა 6 მილიმეტრს შეადგენს. ეს არის უფრთო ტკიპების სახეობა, რომელსაც Belgica antarctica ეწოდება.
- დაუჯერებელია, მაგრამ უგანდაში მე-20 საუკუნემდე ფულად ერთეულად ლოკოკინა კაურის ნიჟარა გამოიყენებოდა. როცა ამ ვალუტას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა, ორ ნიჟარად მომხიბლავი მონა ქალის ყიდვაც კი შეიძლებოდა.
- ყველაზე მაღალი ცხოველი, რომელსაც კი დედამიწაზე ოდესმე უარსებია, ზაუროპოსეიდონი იყო. მისი სიმაღლე 18 მეტრს შეადგენდა.
- აფროამერიკელი ები ტობერტი 1807 წელს დაიბადა. მან 50 გრძელი წელიწადი გაატარა მონობაში.113 წლის იყო, როცა პირველად თავისი ცხოვრების მანძილზე, სენტ ლუისში გამართულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
- ინგლისურ ენაში ყველაზე გრძელი სიტყვა არის ცილა ტიტინის ქიმიურად სწორი დასახელება. ტიტინი არის სამეცნიერო დასახელების შემოკლებული ფორმა, რომელიც “მეთიონილ…”-ით იწყება და “…იზოლოიცინით” მთავრდება. სამეცნიერო დასახელება 189, 819 ასობგერისგან შედგება, რის გამოც მის წარმოთქმას რამდენიმე საათი მაინც დასჭირდებოდა. სწორედ ამიტომ მეცნიერებიც როგორც წესი “ტიტინს” წარმოთქვამენ.
- კომპანია “ეფლი” მეტ ნაღდ ფულს ფლობს, ვიდრე ამერიკის მთავრობა.
- დედამიწაზე ამჟამად 9 მილიონი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში. მათი 25 % სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში იხდის.