Home რჩევები 10 რჩევა, რომელიც მოყინულ გზაზე ავტომობილის მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოთ

10 რჩევა, რომელიც მოყინულ გზაზე ავტომობილის მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოთ

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ გზაზე ავტომობილით მოძრაობისას გასათვალისწინებელ 10 რჩევას უზიარებს.

ფედერაციის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა:

სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი);

შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე);

მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას;

დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია;

მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი;

აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია;

დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია);

დაღმართზე არ აკრიფო ინერცია;

თუ მოგისრიალდა, გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა;

თუ არ გიყენია თოვლის საბურავი, თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან.

P.S. M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი. გისურვებთ უსაფრთხო მართვას,“- წერია ფედერაციის „ფეისბუქ“ პოსტში.