ბრენდმა Balenciaga-მ და მისმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ საზოგადოებას მორიგი პროვოკაციული სიახლე – „ნაგვის ტომარა“ წარუდგინა, რომელიც 1 790 დოლარი ღირს.
სიახლე რამდენიმე ფერში – თეთრში, ყვითელში, წითელში, ლურჯსა და შავშია წარმოდგენილი.
„ვერ გავუშვებდი ხელიდან შესაძლებლობას, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაგვის ტომარა რომ არ შემექმნა“, – განაცხადა გვასალიამ.
საზოგადოება ამ სიახლეს არაერთგვაროვნად შეხვდა და ნაწილმა ის ხუმრობად მიიჩნია, თუმცა თავად დემნამ განაცხადა, რომ მისი ახალი კოლექცია ხუმრობა არ არის და მოუწოდებს საზოგადოებას, სრული სერიოზულობით აღიქვან.