Home რეგიონი ახმეტა 1 ივნისს ქალაქ ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში საზეიმო ღონისძიება გაიმართება

1 ივნისს ქალაქ ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში საზეიმო ღონისძიება გაიმართება

1 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

პროგრამა :

11.00-13.00

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება და საზეიმო კონცერტი;

სასკოლო მზაობის ჯგუფებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოებისა და სიგელების გადაცემა;

13.00-15.00

სამუსიკო სკოლის საბავშვო გუნდებისა , ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ბასტი- ბუბუს სტუდიის ბავშვების ერთობლივი კონცერტი;

12.00-15.00

ხატვის კუთხე:

სახელოვნებო სკოლების ბავშვების ნახატების გამოფენა;

ხატვა ღია სივრცეში ( პლენერი);

ასფალტზე ხატვა;

თიხაზე ნამუშევრების მოხატვა;

მონაწილე ბავშვებისათვის ბუშტების დარიგება და ანსამბლებისათვის სიგელების გადაცემა;