29 ივლისს გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება.
►ფესტივალის მიზანია:
ადგილობრივად წარმოებული ხილის პოპულარიზაცია, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე;
სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივ მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის;
ხილის წარმოების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის წარმოჩენა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება ხილის ჯიშობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით. ასევე, დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებზე;
►ფესტივალი გამორჩეული და საინტერესო იქნება არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ კახეთის რეგიონში წარმოებული სეზონური ხილი და მისგან დამზადებული ნატურალური წვენები, არამედ სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ადგილობრივ მწარმოებლებთან, გაეცნონ ხილის წარმოების კუთხით არსებულ კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს, სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებს, გაიზიარონ წარმატებული მეწარმეების გამოცდილება და ისიამოვნონ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა საინტერესო აქტივობით.
აღნიშნული ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ხელს შეუწყობს რეგიონში, მეხილეობის დარგში მეწარმეობის სტიმულირებასა და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას.
ხილის ფესტივალი 14:00 საათიდან – 19:00-საათამდე ქალაქ გურჯაანში, კურორტ “ახტალა”-ს ტერიტორიაზე გაიმართება .
15:00 სთ. – ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია.