ხვალ დილიდან თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზარი დაიკეტება. MAk-GE-ის ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის სამსახურმა დღეს გასცა და ბაზრების ადმინისტრაციას შეატყობინა. იმის შესახებ, რომ ხვალიდან აგრარული ბაზარები მუშაობას შეწყვეტენ, მოვაჭრეები ცოტა ხნის წინ გააფრთხილეს.
ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. თემაზე თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი განცხადებას ხვალ დილით გააკეთებს. კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების და არსებული საფრთხის გამო, აგრარული ბაზრები საქართველოს ყველა რეგიონში იკეტება.