დილიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხალხმრავლობაა. მომლეცველებს ტაძარში სპეციალური ნიშნები დახვდა, რომელიც ეპარქიამ დისტანციის დაცვის მიზნით გააკეთა. სადღესასწაულო მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა აღავლინა და მრევლი დალოცა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.
“ეს დღეები მუმდივათ ლაპარაკია ვირუსზე, საფრთხეებზე, რა თქმა უნდა, წესები როგორც მოქალაქეების ვალია უნდა დავიცვათ , მაგრამ აღმატებული ზეცას მოქალაქეთა წესი უნდა დავიცვათ და რწმენას არ უნდა ვუღალატოთ . ვინც მოითხოვს სახლში ზიარებას სამღვდელობა მზად არის ყველანი მივიდნენ და აღსარებაც მოისმინონ და წესისამებრ აზიარონ კიდეც . დადგენილი მოთხოვნები ვცდილობთ, რომ დავიცვათ.”-, აღნიშნა მღვმდელმსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას მეუფე დავითმა.