ხანძარია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის სიახლოვეს. როგორც “ქრონიკას ” ადგილობრივებმა უთხრეს, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ტყის მასივზე გავრცელდა.
ტერიტორია, სადაც ხანძარი განჩნდა რთულად მისასვლელი ადგილია, ამიტომ მეხანძრე- მაშველების ორი ეკიპაჟი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს.
ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია.
წყარო : ტვ იმედი ქრონიკა