Home მსოფლიო ხაზებს მიღმა – როგორ გახდა Adidas სპორტული ტანსაცმლის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდი მსოფლიოში

ხაზებს მიღმა – როგორ გახდა Adidas სპორტული ტანსაცმლის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდი მსოფლიოში

Adidas მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდია, რომელიც მილიარდობით დოლარი ღირს. კომპანიის წმინდა ქონება 2023 წლის იანვრისთვის 30 მილიარდი დოლარია. მაკრო ტენდენციების მიხედვით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ის მეორე უმსხვილესი სპორტული ბრენდია Nike-ის შემდეგ.

Adidas-ი დღეს მსოფლიოს ერთ_ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, თუმცა ერთ დროს კომპანიამ ფუნქციონირება ფეხსაცმლის ძალიან პატარა საწარმოში დაიწყო…

ბრენდი ადოლფ დასლერმა დააარსა, რომელიც 1900 წლის 3 ნოემბერს ჰერცოგენაურახში, გერმანიაში დაიბადა. იგი ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. დედ- მამა ფეხსაცმლის მკერავები იყვნენ.

1920-იან წლებში ძმებმა ერთად წამოიწყეს ახალი ბიზნესი, სახელწოდებით Dassler Brothers Shoe Factory. ადოლფი შესანიშნავი ფეხსაცმლის მკერავი იყო, ხოლო რუდოლფი შესანიშნავი გამყიდველი და მარკეტოლოგი. მათი ბიზნესი მალევე აყვავდა, რადგან ძმები ერთობლივად მუშაობას თავს მშვენივრად ართმევდნენ.

მათი სპორტული ფეხსაცმელი 1926 წლისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული იყო. ძმები დღეში 100 წყვილ ფეხსაცმელს ამზადებდნენ, რაც იმ დროისთვის უდიდესი წარმატება იყო.

კომპანია მალე კიდევ უფრო გაიზარდა და ადოლფმა გადაწყვიტა თავისი ბიზნესი ბავარიის ფარგლებს გარეთ გაეფართოებინა. მან იმოგზაურა თითქმის ყველა დიდ სპორტულ ღონისძიებაზე და სპორტსმენებს არწმუნებდა, ძმები დასლერების ფეხსაცმლით ეასპარეზათ.

ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე თითქმის ყველა ერმანელ სპორტსმენს სწორედ ძმების შეკერილი ფეხსაცმელები ეცვათ.

შემდე კი, ადოლფმა გადაწყვიტა 1936 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ბერლინში იმართებოდა, ყველა მოასპარეზე სპორტსმენისთვის ფეხსაცმელები უფასოდ გადაეცათ.

მათი ბიზნესის პოპულარობა და გაყიდვები უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც წარმატებულმა სპორტსმენმა – ჯესი ოუენსმა, რომელსაც ძმების შეკერილი ფეხსაცმელი ეცვა, მოიგო ოთხი ოქროს მედალი ტრასაზე და მოხსნა მრავალი რეკორდი.

მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთაშორისო ბაზრის დიდი ყურადღება მიიპყრეს, ძმებმა გარკვეული გაუგებრობის გამო ბიზნესის ცალ-ცალკე გაგრძელება გადაწყვიტეს.

1949 წელს რუდოლფმა კომპანიის ნახევარი წაიღო და განაგრძო მუშაობა როგორც Ruda. მოგვიანებით მან ბრენდს სახელი გადაარქვა და PUMA უწოდა. იმავე წელს ადოლფმა დააარსა Adidas.

Adidas-მა განაგრძო ზრდა და ფეხსაცმლის დამზადება სპორტსმენებისთვის.

ბრენდი ახლა ცნობილია სპორტსმენებთან და რეპერებთან ურთიერთობით. Adidas-მა ასევე გააფორმა კონტრაქტი დევიდ ბექჰემთან და ლეგენდარული მუჰამედ ალთან. დღეს ბრენდი ფეხსაცმლის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია Nike-სა და Puma-სთან ერთად. მათი ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის გარდა, ისინი მომხმარებლებს მუდმივ განახლებას და თანამედროვე ხედვებს სთავაზობენ.