Home დღის ამბები კულტურა ჭეხილას ციხის კომპლექსი

ჭეხილას ციხის კომპლექსი

ჭეხილას ციხის კომპლექსი მდებარეობს კახეთშისაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 750-800 მეტრზე. ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ ჭეხილას მიდამოებში, მაღალმთის ფერდობზე. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების თანახმად, ციხეს ერთ ხანს იცავდნენ „ცხრა ძმა ჭახილანი“. რის გამოც სოფლის და ციხის სახელსაც მათ უკავშირებენ.

კომპლექსში შედის: კოშკი, დარბაზი, სამეფო კარის ეკლესია და გალავანი. შენობები სხვადასხვა პერიოდისაა. ისინი ერთმანეთზე მიშენებული, რომელთა ერთობლივი გეგმა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებითაა წაგრძელებული და ფორმით ტრაპეციას უახლოვდება. ნაგებობებიდან ყველაზე ადრინდელია კოშკი. რომელიც ხუროთმოძღვრული ნიშნების საფუძვლებზე, განვითარება შუა საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. დარბაზი ეკლესია და გალავანი კი მომდევნო ხანებში, სავარაუდოდ, XV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ყველა შენობა რიყის ქვითა და კირის სქელი დუღაბით არის ნაგები. ყველას გარეთა კუთხეები მოყოლებული აქვს. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: კოშკში ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა, შიგნით ქვები დაწითლებულია. რაც ხანძარზე მიუთითებს.

კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ოთხსართულიანი კოშკი. კოშკის პირველი სართულის კედლები ყრუა. სართულის სამხრეთ კედელი დანგრეულია და მისი გადაწყვეტა არ ირკვევა. შესასვლელი მეორე სართულის ჩრდილოეთ კედლის შუაშია (ამოშენებულია მოგვიანებით).ამ სართულზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები ყრუა. სამხრეთ კედელში კი ორი სარკმელი ყოფილა გაჭრილი.