წნორში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა, რის გამოც ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომობილის კიდევ ორი მგზავრი კი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.