წინანდლის “რედისონ ქოლექშენში” ხანძარის ლიკვიდაცია გვიან ღამით გამოცხადდა. ამ წუთებში ადგილზე მხოლოდ სასტუმროს თანამშრომლები იმყოფებიან. ადმინისტრაციამ დამსვენებლები იმავე სოფელში მდებარე სასტუმრო “პარკ ჰოტელში” წუხელვე გადაანაწილა.
რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება შეძლება, რამაც სხვა სართულებზე გადასვლის საშიშროება შეამცირა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე საუნაში გაჩნდა , შედეგად ოთხი ერთეული ადგილი დაიწვა. რედისონის გენერალური დირექტორის განცხადებით, სასტუმროს უსაფრთხოების სისტემამ ეფექტურად იმუშავა, რამაც დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მალევე მოხდა.
ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყონებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ – კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.