ღონისძიებები კახეთის ორ მუნიციპალიტეტში- ყვარელსა და საგარეჯოში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: სახალხო პოეტები,ფოლკლორული ჯგუფები, მსახიობები, საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი:
12:00 სთ. ყვარელი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი.
15: 00 საათი, საგარეჯო, სოფ. პატარძეული, გიორგი ლეონიძის სახლმუზეუმი. ღონისძიებებს დაესწრებიან: მხარის რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალიტეტების მერები.