ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას 15 იანვრიდან უნდა ველოდოთ. მანამდე, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ძლიერ თოვას, დასავლეთში კი ქარს ვარაუდობენ.
ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო შეზღუდვები კვალვ მოქმედებს გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
ამასთან, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.