ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში (შრომა) ცოფის შემთხვევა გამოვლინდა.
ორი მამაკაცი უპატრონო ძაღლმა დაკბინა, ძაღლს კი ცოფი აღმოაჩნდა.
ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაკა ხმალაძე რადიო “ჰერეთთან” ამბობს, რომ ცოფოს შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევით დადასრუდა.
ხმალაძის თქმით, ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი მამაკაცი საჭირო ვაქცინაციაზე უარს ამბობს და ამ დროისთვის სეპციალისტები ცდილობენ ის მკურნალობის საჭიროებაში დაარწმუნონ. მეორე დაკბენილ მაკაცს კი უკვე უატრდება შესაბამისი მკურნალობა.
ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაც, ვისაც შესაძლოა ძაღლთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა.
ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. ცოფის დაავადება სიცოცხლისათვის საშიშია, თუმცა ექიმი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ლეტალური შედეგის თავიდან ასარიდებლად გამოსავალია ვაქცინაცია.
წყარო : რადიო ჰერეთი