დღეს, ცოდნისკარის თემში, შემავალ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
მოქალაქეების გადაწყვეტილებით, სოფელ ცოდნისკარის, ჩადუნიანისა და წიფლისწყაროსათვის გამოყოფილი თანხები გაერთიანდა და სოფელ ჩადუნიანში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა გადაწყდა. სოფელ თელაზე, არსებული სკვერის გაფართოება და კეთილმოწყობა დაიგეგმა, სოფელ შეერთებაში სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ხოლო სოფელ დავითიანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენა განხორციელდება
საერთო კრებებს და კონსულტაციებს, მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
წელს, ცოდნისკარის თემის სოფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 82 000 ლარია გამოყოფილი.