Home რეგიონი ახმეტა ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნა

ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში, ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნა.

მოეწყო 600 მეტრიანი გზის ახალი მონაკვეთი, გადასახედი, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და სავაჭრო ჯიხურები. მოეწყო საპარკინგე და საკემპინგე ადგილები. პროექტის ღირებულება: 1 400 000 ლარი.