Home ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო პორტალ WWW.MAK.GE –ის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს თვითმმართველობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას. ასევე თვითმმართველობის იდეისა და სამოქალაქო მოხალისეობრივი აქტივიზმის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას. WWW.MAK.GE საშუალებას აძლევს აქტიურ მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებზე წერონ და ვიდეობლოგები განათავსონ. მედია-პორტალზე შესაძლებელი იქნება კახეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომების, კომისიებისა და ბიუროს სხდომების ვიდეოჩანაწერებისა და ლაივსტრიმების ნახვა.
საინფორმაციო პორტალი WWW.MAK.GE -ს მთავარი ფუნქცია ადგილობრივ ხელისუფლებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა.
ასევე პორტალზე თავსდება კახეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ახალი ამბები, გამოკითხვები, ინტერვიუბი და სიღრმისეული სტატიები.