Home რჩევები ჩვევები, რომლებიც თვალის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება

ჩვევები, რომლებიც თვალის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება

არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომელიც უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე.

ესენია:

კომპიუტერის ეკრანთან შესვენების გარეშე, დიდი დროის გატარება.

თვალებზე ხშირად ხელით შეხება.

სიგარეტის და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება.

კონტაქტური ლინზის ონკანის გამდინარე წყალში გარეცხვა. ამ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი.

მობილურის, ტელევიზორის ან კომპიუტერის ზედმეტად კაშკაშა ეკრანი.

სიბნელეში ტელევიზორის ყურება, ძილის წინ მობილურითა თუ კომპიუტერით სარგებლობა.

ფეხით გადაადგილდებისას ან ტრანსპორტით მგზავრობისას კითხვა(წიგნიდან, ჟურნალიდან ან მობილურიდან).

წამოწოლილ მდგომარეობაში წიგნის კითხვა.

სხვისი კოსმეტიკის ხშირი გამოყენება.

რჩევები თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებალად:

მნიშვნელოვანია კვების რაციონის მოწესრიგება. განსაკუთრებით სასარგებლოა: სტაფილო, ციტრუსი, კენკროვანი ხილი გოგრა, კივი, ავოკადო, თხილეული, ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, იოგურტი, რძე.

კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად დაახამხამეთ თვალი და ეცადეთ რამდენიმე წუთით მაინც განტვირთოთ თვალი

თავისუფალი დრო ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე გაატარეთ

მოერიდეთ თვალის გამოშრობას (ზამთარში განსაკუთრებით იზრდება თვალის გამოშრობის რისკი)

კონტაქტური ლინზის სარგებლობისას დაიცავით ჰიგიენა – ხელები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ, ყურადღება მიაქციეთ ლინზის ვადას. ტკივილის ან მხედველობის გაუარესების, სიწითლისა თუ შეშუპების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს, არ ისარგებლოთ დაზიანებული კონტაქტური ლინზით.