„ცალკე მესამე მსოფლიო ომია, ეს კორონა როგორც გვებრძვის , ძალიან კარგი ხალხი ვართ, მაგრამ ეტყობა პირველობა ისე გვაქვს ჩვენს ერს გამჯდარი, თითოეულ ჩენთაგანს რომ ღმერთმა დაგვამშვიდოს. გადავაბიჯოთ საკუთარ ამპარტავნებას . საქართველოზე წინ არავინ არ დგას. ამ სიტუაციაში ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვამჩნევ მტყუანს და მართალს , მაგრამ დღეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთ მხარეს ვერ დავიჭერ. “- ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება დღეს მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში. ბოდბელი ეპისკოპოსი ქვყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ერს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, ცალ- ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
“ჩემი დიდი სურვილია ქართველები უფალმა გაგვაერთიანოს . ერთმანეთთან ცხოვრება და სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს. რას დავემსგავსეთ ეს კაცობრიობა ?! ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე , სასახლე რომ აუწიონ კაცი არ მიდის, ეშინიათ. შვილები მყავს , ასე ვარ ისე ვარ. ექიმებს შვილები არ ჰყავთ, ექიმებს ცხოვრება არ აქვთ, ექიმებს სიცოცხლე არ აქვთ?! სად არის ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა?! გარდაიცვლება და ამოვთხრით ტრაქტორებით, ჩავყრით იქ , ნომერს მივანიჭებთ და ეს არის კაცობა?! ჩვენ ის ერი არ ვართ ომში რომ მივდიოდით, ჩვენზე ძლიერებიც მოდიოდნენ მკლავითაც , ყველაფერით , მაგრამ სულით ძლიერები ყოველთვის ვიყავით! ამიტომ უნდა შევეცადოთ ადამიანობა არ დავკარგოთ. ჩემ ერს მოვუწოდებთ შევრიგდეთ! თუ არ შევრიგდით არაფერი არ გამოვა, ცალ- ცალკე ვერავინ ვერ გაიმაჯვებს შანსი არ არის. ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით, ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება და არც ეპისკოპოსებად გავალთ , არც ქვეყნის მმართველებად , არც პოზიციად და არც ოპოზიციად , წარვდგებით როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, არავითარი რეგალიები არ გაგვყვება”- აღნიშნა მეუფე იაკობმა.