ჩარლზ III ოფიციალურად ბრიტანეთის მეფე გახდა. ცერემონიალი სენტ-ჯეიმსის სასახლეში გაიმართა.
სპეციალურმა საბჭომ, რომელიც მაღალი რანგის პოლიტიკოსების და სამეფო ოჯახის წევრებისგან შედგება, ჩარლზ III, დედოფალ ელისაბედ II-ის შვილი მეფედ აღიარეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები, მათ შორის დევიდ ქემერონი, ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისტორიული ცერემონიალი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა.
ცნობისთვის, ჩარლზ III მეფე ავტომატურად მას შემდეგ გახდა, რაც დედოფალი ელისაბედი გარდაიცვალა. ელისაბედ II-ს სამეფო ტახტი 70 წლის განმავლობაში ეკავა, ის რამდენიმე დღის წინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.