გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრ „life-line“- ის ბენეფიციარების მიერ გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.
ადგილობრივი ხელისუფლის წარმომადგენლებმა ახალი წელი მიულოცეს და დღის ცენტრის 41 ბენეფიციარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან, საახალწლო ნობათები გადასცეს.
მერიისგან საახალწლო საჩუქრები ასევე გადაეცათ შშმ პირთა ორგანიზაცია „ხელი ხელს“- ის ბენეფიციარებსაც.