დღეს,5 ივლისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, კახეთის გუბერნიის მხარდაჭერით და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მაქსიმალური ჩართულობით გაიმართა შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის გრანტებისა და სხვა ფინანსური დახმარებების პროექტების თაობაზე, რომლებიც ხორციელდება DCFTA-ის ფარგლებში, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაზე და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. დაინტერესებულ პირებს კითხვების სახით შეეძლოთ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მცირე ბიზნესის დაწყების შესახებ.
ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრას ესწრებოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და მინისტრის წარმომადგენელი ეთნიკურ უმცირესობების საკითხებში აიაზ მამედოვი.