Home დღის ამბები შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სკოლა გაიხსნას

შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სკოლა გაიხსნას

საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ  ირაკლი სესიაშვილმა მინსტრობის კანდიდატებთან მიმართვისას აღნიშნა რომ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სასწავლებელი გაიხსნას.
„მე მინდა, ბატონო ლევან, საჯაროდ ვახსენო ის ინიციატივა,რომელიც მე და თქვენ ერთად გაგვაჩნია ჩვენს რამდენიმე კოლეგასთან ერთად. ეს გახლავთ აღმოსავლეთ საქართველლოში კადეტთა სკოლის სასწავლებლის გახსნა. საშვილიშვილო საქმე იქნება ჩვენ თუ ქუთაისის მსგავსად ასეთივე სკოლას აღმოსავლეთ საქართველოში გავაკეთებთ.

 

„ეს გახლავთ

აღმოსავლეთ საქართველლოში,

კადეტთა სკოლის სასწავლებლის გახსნა.“

ჩვენ ამაზე დავიწყეთ მუშაობა, ადგილიც შევარჩიეთ, შესაბამისი გარკვეული ექსპერტიზაც ჩავატარეთ. მესმის, რომ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს არის ინვესტიცია, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, ჩვენს ქვეყანაში მომავალი ღირსეული ჯარისკაცების აღზრდისთვის.აქვე ჩემს იდეას დავამატებ და ეს შეიძლება იყოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის კადეტთა სასწავლებელი.“

შეგახსენებთ რომ

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში დაარსდა. 2014 წლის 15 სექტემბერს, ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და აღნიშნული თარიღი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დღედ გამოცხადდა. 2012 წლის 1 ივლისს, ლიცეუმის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა, სასწავლებელი 78-მა კადეტმა დაამთავრა.

„2016 წელს ლიცეუმში, სასწავლებლის ისტორიაში

პირველად, გოგონები ჩაირიცხნენ.“

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. ლიცეუმი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებით და სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.

კადეტები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო- შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში, დაჯილდოებულნი არიან დიპლომებით, სიგელებითა და მადლობის წერილებით. ლიცეუმს უკვე ჰყავს კურსდამთავრებულთა 6 გამოშვება, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 466 კადეტმა დაამთავრდა. ამჟამად ლიცეუმში 31 გოგონა სწავლობს.