ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ვაზისუბნის და შაშიანის დამაკავშირებელ ხიდზე.
როგორც,დაზარალებულმა განაცხადა,საპირისპირო მხარეს მოძრავი “შკოდას” ფირმის ავტომობილი მოცურდა და დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად “შკოდას” 4 -მა მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და მათი გადაყვანა საავადმყოფოში საჭირო არ გახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.