„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი სოფლის მეურნეობის მინისტრის განცახდებას ყურძნის სუფსიდირების შესახებ გამოეხმაურა. როგორც ბოტკოვლმა ბრიფინგზე აღნიშნა ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური იყო.
მისი განცხადებით, 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო საფერავის ღირებულებამ 3 ლარი შეადგინოს.
„სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, განცხადება გააკეთეა, რომ წელს კახელი გლეხი ყურძენზე სუპერ ფასს არ უნდა ელოდოს. იმ პირობებში, როცა შესაძლებელია მინისტრებს და სხვა მაღალჩინოსნებს მაღალი ხელფასები ჰქონდეთ, როცა ადიკო ივანიშვილი ღებულობს სუპერ შემოსავალს იმ ყურძნისგან, რომელსაც კაპიკებში იბარებენ კახელი გლეხისგან, თურმე შეუძლებელია გლეხმა მიიღოს მისი ჯაფის შესაბამისი ანაზღაურება.
2012 წელს, კახეთში, 1 კგ ყურძენი 1 ლარი ღირდა, მისი მსყიდველუნარიანობა შეადგენდა 59 ამერიკულ ცენტს, 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირდაპირ მიუთითა ქარხნებს, რომ მათ 70 თეთრზე მეტი არ უნდა გადაეხადათ ყურძენში. ეს არის 23 ამერიკული ცენტი. ამით შეგიძლიათ შეაფასოთ ამ თანხას რა მსყიდველუნარიანობა აქვს.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ გლეხს 1 კგ თეთრ ყურძენში მინიმუმ 1.50 ლარი უნდა გადაუხადონ, ეს იქნება მის მიერ გაწეულ ჯაფასთან მიახლოებული თანხმა. საფერავის ფასი კი 3 ლარით უნდა განისაზღვროს.“
რას გეგმავს 2020 წელს რთველზე სახელმწიფო ?!
sშეგახსენებთ რომ საქართველოს მთავრობა წელს 80 მლნ ლარით რთველის და მეღვინეობის დაფინანსებას გეგმავს. ამას 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს 123.8 მილიონი ლარით ზრდის, რის შედეგადაც ეს უწყება ჯამურად 476.9 მილიონი ლარით დაფინანსდება. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი COVID-19-ის კრიზისის ფონზე, მევენახეობის მიმართულებით დაიხარჯება.
კერძოდ კი, ქვეპროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, რომელზეც გასულ წელს 16.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, წელს 80 მილიონით დაფინანსდება.
ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროგრამის ერთ-ერთ მიზანს, მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. Covid-19-ის გამო გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, 80 მლნ-დან 60 მლნ ლარი ყურძნის ფასის სუბსიდირებაზე დაიხარჯება, რადგან პანდემია ღვინის სექტორზეც აისახა.
პარლამენტის აგრარულ-საკითხთა კომიტეტზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავისას, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა აღნიშნა, რომ რქაწითელის რეალიზაციის მიმართულებით პრობლემების ელოდებიან
წლევანდელ რთველზე რომ სუბსიდირება იქნება, ეს მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც უკვე დაადასტურა, მაგრამ იქვე მიანიშნა, რომ კახელ მევენახეებს დიდი იმედი და ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან.
„ბოლო წლების განმავლობაში სუბსიდირების რეჟიმიდან, ფაქტობრივად, გამოსული ვიყავით, მაგრამ იმისთვის, რომ წელს ფერემერებს არ შეექმნათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს, კრიზისულ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სუბსიდიის თანხა, რათა ფერმერებმა მინიმუმ თავიანთი დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რაღაც სუპერ მაღალი ფასების მოლოდინი ყურძენზე წარმოუდგენელია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გულწრფელები ვიყოთ, არ შევქმნათ ზედმეტი, ცრუ მოლოდინები. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც ამ რთულ პერიოდში ქვეყანას გააჩნია. გვესმის, რომ რესურსები შეზღუდულია. ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ, თან სახელმწიფომ უნდა დახარჯოს. კერძო სექტორის მხრიდან შესუსტებულია მოთხოვნა, მაგრამ ვფიქრობთ, დაახლოებით, 60 მლნ ლარი, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან დაიხარჯება, მოგვცემს საშუალებას, დავაბალანსოთ და სექტორმა ნაკლებად მტკივნუელად გადაიაროს ეს ეტაპი. გვესმის, რომ ფერმერებს ყოველ წელს სურთ მაღალი ფასი და ეს არის ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი. გვესმის, რომ ღვინის კომპანიებსაც თავისი ინტერესები გააჩნია. ამდენად, გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია სექტორთან“, – ამბობს საჯარო განცხადების დროს მინისტრი.