Home დღის ამბები ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზის გამო გრძნობს – NDI

ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზის გამო გრძნობს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად ძირითადად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობენ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% თავს დაუცველად სიღარიბის გამო გრძნობს, 35% ინფლაციისა და მაღალი ფასების გამო, 34% – უმუშევრობის. მხოლოდ შემდეგ მოდის კრიმინალი, ომი და ჯანდაცვის პრობლემები.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.