ჟურნალისტის კითხვაზე, თეოლოგები ფიქრობენ , რომ სინოდის სხდომაზე მას შენიშვნას მისცემენ , მეუფე იაკობმა “მთავარი არხის” კორესპონდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობას ისე ეშინია მისი, ჟურნალისტს მასთან ამ კითხვითაც კი გზავნიან.
“მე ვინ უნდა გადამიყვანოს პასიურ მდგონარეობაში, კარგით რაა, ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები არიან. სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელმა? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ.
მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი , სათითაოდ, ყველაზე , ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი ისე კი არა პეტრე , რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ,”- აღნიშნა მეუფე იაკობმა.