პრინც უილიამსა და ჰარის ბიძაშვილი ჰყავთ, რომელიც ძალიან იშვიათად იქცევს პრესის ყურადღებას. ამბობენ, რომ გარეგნობით უილიამს ჰგავს,სამაგიეროდ ისეთი მორიდებული ყოფილა, სამეფო კარის არც ერთ ნათესავს არ ჰგავს.
ეს მოკრძალებული პრინცი ახლახან 15 წლის გახდა. ამბობენ, რომ სამეფო მემკვიდრეებს შორის ახალი კონკურენტი იზრდება – მალე ჯეიმსი ზრდასრული გახდება და გოგონები მისი მოსანადირებლად ნამდვილ ბრძოლას გამართავენ. ჯერჯერობით კი ცდილობს თავი აარიდოს პრესის ყურადღებას და იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. რა არის ცნობილი ყველაზე მორიდებული პრინცის შესახებ?
ვისკონტი სევერნი დედოფალ ელიზაბეტ II-ის უმცროსი ვაჟის, პრინც ედუარდის ერთადერთი ვაჟია. დედამისი უესექსის გრაფინიაა. ჯეიმს ჰყავს უფროსი და, ლუიზა უინძორი. პრინც ედუარდის ორივე შვილი საკეისრო კვეთით დაიბადა. ცნობილია, რომ დაბადებისთანავე ვიკონტს ალერგიის პრობლემა შეექმნა და საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მალევე გაწერეს.
ჯეიმსს, ისევე როგორც მის დას, არ აქვს პრინცისა და პრინცესას ტიტულები. მათმა მამამ კარგად იცოდა, რომ მის შვილებს ტახტის რიგში სულ ბოლოში მოუწევდათ დგომა, ამიტომ მათთვის სამეფო მოვალეობები არ დაუკისრებია. დაბადებისას ვისკონტი რიგით მერვე მემკვიდრე იყო, ახლა, უილიამისა და ჰარის შვილების გამო, ის უკვე მეთოტხმეტეა..
15 წლის ჯეიმსი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე აუცილებლად ჩნდება, მაგრამ იმდენად წესიერად იქცევა, არასდროს არავის მოხვედრია თვალში. ამავდროულად, ჯეიმსის დედა სოფიც, რომელიც არაოფიციალურად ითვლებოდა ელიზაბეტ II-ის ფავორიტად, მუდამ ელეგანტური იყო, ყოველთვის იცავდა პროტოკოლს და არც ერთ სკანდალში არ აღმოჩენილა.
სამეფო ოჯახის წევრების ნათლობა როგორ წესი, ძალიან პომპეზური ღონისძიებაა, მაგრამ ვიკონტ სევერნის ნათლობა საკმაოდ მოკრძალებულ გარემოში გაიმართა. ზიარებას ესწრებოდნენ დედოფალიც და მისი ქმარიც, მაგრამ ჯეიმსის ნათლიებს შორის არც ერთი ტიტულოვანი პირი არ ყოფილა. ამასთან, იგი მოინათლა არა 1841 წლის ვინტაჟურ კაბაში, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა, არამედ მის ანალოგში.
მას იცნობენ როგორც “წესიერი მშობლების წესიერ შვილს” და ფიქრობენ, რომ მომავალში გოგონები მას აუცილებლად სათანადოდ დააფასებენ.