Home რჩევები ყველაზე მნიშნვნელოვანი ვიტამინები და მინერალები თვალის ჯანმრთელობისთვის

ყველაზე მნიშნვნელოვანი ვიტამინები და მინერალები თვალის ჯანმრთელობისთვის

გარკვეული ვიტამინების და მინერალების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული პრობლემები(კატარაქტა, გლაუკომა, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია).

აქედან გამომდინარე, ვიტამინების და მინერალების მიღებას შეუძლია დაიცვას თვალი სხვადასხვა დაავადებისგან.

თვალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინებია:

A ვიტამინი და ბეტა კაროტინი

A ვიტამინი აუცილებელია კარგი მხედველობის შენარჩუნებისათვის. განსაკუთრებით აუცილებელია ცუდი განათების პირობებში ნორმალური მხედველობის შენარჩუნებისთვის. მისი დეფიციტი იწვევს ქათმის სიბრმავეს(ნიქტალოპია). ასევე, A ვიტამინი ხელს უწყობს რქოვანას ჯანმრთელობას.

A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია:

ტკბილი კარტოფილი;

სტაფილო;

წითელი წიწაკა;

გოგრა

E ვიტამინი

იგი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და იცავს თითქმის უჯრედს თავისუფლი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ზოგჯერ თავისუფალი რადიკალები აზიანებენ თვალში არსებულ ცილას, რაც იწვევს კატარაქტას, შესაბამისად, E ვიტამინი ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს.

E ვიტამინს შეიცავს:

ნუში;

მზესუმზირა;

ავოკადო

C ვიტამინი

C ვიტამინი იცავს თვალებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და ოქსიდაციური სტრესისგან.

C ვიტამინის წყაროა:

ფორთოხალი, ფორთოხლის წვენი;

ბროკოლი;

ბრიუსელის კომბოსტო

B ჯგუფის ვიტამინები

B ჯგუფის ვიტამინები უმნიშვნელოვანესია თვალის ჯანმრთელობისათვის, მაგალითად B3 ვიტამინი ხელს უშლის გლაუკომის განვითარებას, B1 კი ამცირებს თვალის სიმშრალისგან გამოწვეულ სიმპტომებს.

მინერალებიდან თვალისთვის სასარგებლოა თუთია(გვხვდება ლობიოში, ბანანში, თხილეულში, გოგრის თესლში,რძეში). ასევე, აუცილებელია ომეგა-3 და ლუთეინი.