Home დღის ამბები ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული კერძები TasteAtlas-ის მიხედვით

ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული კერძები TasteAtlas-ის მიხედვით

მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ კულინარიული ენციკლოპედია TasteAtlasთავის საიტზე ყველა ქვეყნის კერძებს, დესერტებს, სასმელებსა და რესტორნებს აერთიანებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის ყველაზე პოპულარული კერძების შესახებ. ამავე საიტზე დაგხვდებათ იმ კერძების ჩამონათვალი, რომელთაც ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ. საიტზე შეფასების დაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ის კერძები და პროდუქტები, რომლებიც TasteAtlas-ის გვერდზეა გამოქვეყნებული, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის შეფასებას აერთიანებს.

დავინტერესდით, რომელ ქართულ კერძებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება. საინტერესოა, რომ პოპულარული და მაღალრეიტინგული კერძების ჩამონათვალი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგალითად, ყველაზე პოპულარული კერძი ხინკალია, თუმცა ყველაზე მაღალრეიტინგული… გიტოვებთ ჩამონათვალს.

  1. ჩახოხბილი
  2. ხაჭაპური
  3. გოზინაყი
  4. ხაშლამა
  5. ხინკალი
  6. წიწილა ტაბაკა
  7. აჯიკა
  8. სულგუნი
  9. ტყემალი
  10. ნიგვზიანი ბადრიჯანი